საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით დავალებებს ძირითადად ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გასცემდნენ. ამის თაობაზე შოთაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა.
“ჩვენ ბრიფინგზეც განვაცხადეთ, რომ იყო სისტემური მიდგომა და დავალებები მომდინარეობდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან. ამ შემთხვევაში საუბარია ორი სტრუქტურის ხელმძღვანელების მხრიდან – საქართველოს პროკურატურის და შს მინისტრის მხრიდან და რა თქმა უნდა გამოძიება ამ მიმართულებით გრძელდება. საუბარია იმჟამინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე და ყოფილ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე, რომელიც მთავარ პროკურატურის სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას სრულად განსაზღვრავდა. გამოძიებით რაც დადგინდება, რა მტკიცებულებებიც იქნება მოპოვებული, პროკურატურა მოახდენს შესაბამის რეაგირებას”, – აღნიშნა შოთაძემ.
მისივე თქმით, პროკურატურამ აქამდეც განაცხადა, რომ არაძალადობრივი საქმეების გამოძიების დროს ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ითანამშრომლებდნენ გამოძიებასთან, პროკურატურა არ მოახდენდა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას და გამოიყენებდა დისკრეციას.
“ეს მიდგომები რა თქმა უნდა არ შეეხება უმაღლესი თანამდებობების პირებს, რომელთა მხრიდანაც მომდინარეობდა ისეთი მიდგომები, რის შედეგადაც ასეულობით და ათასეულობით საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევა განხორციელდა წლების განმავლობაში, მათ შორის მოხდა სხვადასხვა ქონების ჩამორთმევა”, – აღნიშნა შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.