კახა კალაძის განცხადებით, თბილისში არის ქუჩები, სადაც ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს ან დიდია ლოდინის ინტერვალი და ავტობუსების პარკის განახლების შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდება
24-05-2018, 10:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. როგორც მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკა რჩება უმნიშვნელოვანეს მიმართულებად და ამ მხრივ, ცვლილებები იგეგმება.

 


როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის.

 

 

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად გვესმის არსებული რეალური მდგომარეობა, პრობლემები და გამოწვევები. კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული რეალური მდგომარეობა შეიცვალოს და შესაბამისად გვაქვს კონკრეტული პროექტები დაგეგმილი, რომელიც უნდა განხორციელდეს. წარმოვადგენთ და განვიხილავთ ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტს და ვთხოვ ქალბატონ მაიას, მთავრობის სხდომის შემდეგ მოსახლეობას გააცნოს თუ რა ცვლილებები შედის.

 

 

ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არის. არის ქუჩები, სადაც საერთოდ არ მოძრაობს ავტობუსები, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია მოცდის ინტერვალი და ერთი საათი და უფრო მეტი უწევთ ადამიანებს ლოდინი, სანამ ავტობუსი გამოივლის. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ყველა რაიონშია, სამწუხაროდ, ასეთი ქუჩები და როდესაც ჩვენ შემოვიყვანთ ახალ ავტობუსებს და პარკი შეიცვლება, მთლიანად, მთელი ქალაქის მასშტაბით იქნება ეს პრობლემა მოგვარებული.... დამატებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება ამ სამარშრუტო ხაზებისა და ავტობუსების დამატებით", განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი