თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. მერმა სხდომაზე ახალი ინიციატივა გააღერა, რომლის მიხედვითაც, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილზე წარმოება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საკითხი უკვე განიხილა ფინანსთა მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და შეთანხმდნენ, რომ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ.
„მინდა, გაგაცნოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზე უკვე მქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ და შევჯერდით, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადება, ცვლილებებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები, იმპორტის შემთხვევაში, გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, ასევე, ადგილზე წარმოების შემთხვევაში. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ისე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით. მგონია, ეს არის სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან", განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.