სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი აშენდეს
24-05-2018, 12:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს. რეგიონში წლების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარების იდეა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომლის ორგანიზებით, "სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, იგი ცენტრის პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა წარადგინა.

 

 

 


შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ..

 


ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი ააიპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ შეიმუშავა და ითვალისწინებს კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური დაწესებულების შექმნას, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს და სხვადასხვა თანამედროვე სახის სერვისებით უზრუნველყოფს, როგორც უპატრონო, მიუსაფარ, ასევე მზრუნველობის ქვეშ მყოფ ცხოველებს.

 

 

 


„გუბერნატორის ადმინისტრაცია აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს მხარის მუნიციპალიტეტებთან, რადგან ვფიქრობთ, ცხოველთა თავშესაფრის ამოქმედებით, მოგვარდება რეგიონში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა, ცივილური და ჰუმანური ფორმებით" - განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

 


შეხვედრის ფარგლებში, იმსჯელეს თავშესაფრის აშენების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ პრობლემა მხარის ყველა მუნიციპალიტეტს თანაბრად აწუხებს და იგი ერთობლივი ძალებით უნდა გადაწყდეს.

 

 

წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი თავშესაფარი მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება, შედეგად კი, როგორც მიუსაფარ ცხოველთა, ისე მოქალაქეთა უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები მოგვარდება.

 

 

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი