პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს იქნება საქართველოს ნარკოპოლიტიკის აბსოლუტურად გადახედვა.
"მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე პირადად მე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს და გუნდში, ვიცი, რომ ამ საკითხზე საერთო აზრი არ არის. ეს იქნება ჩვენი ნარკოპოლიტიკის აბსოლუტურად გადახედვა. ამიტომ შედეგებს სჭირდება ძალიან კარგი გააზრება. ახალგაზრდები ამ საკითხზე ემოციურად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან პრინციპული თემა. ჩვენ ვალდებულები ვართ, სავალალო შედეგებზე დავფიქრდეთ და გავიაზროთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მომავალი თაობისთვის სავალალო შედეგებს მოიტანს.
"ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შევუქმნათ ახალგაზრდებს ბედნიერი მომავალი. უნდა ვიფიქროთ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესზე და არა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე, რასაც შემდგომ შესაძლოა, მოჰყვეს მისი ლეგალიზაციის მოთხოვნა და საბოლოოდ მივიღებთ მომავალი თაობებისთვის სავალალო შედეგებს. სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ საუბრობს მთის განვითარებაზე, დემოგრაფიის საკითხებზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს და საუბრობენ იმაზე, რომ თავისუფლად მოსწიონ ქუჩებში მარიხუანა. ვისაც სურს, თუ ასე ძალიან უნდათ, ეს მოუწოდონ თავიანთ შვილებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მარიხუანას პირველ მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული და ამ შემთხვევაში კანონმდებლობა პირისთვის 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.