აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორიამ ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში აშშ-საქართველოს თანამშრომლობასა და პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა.
„წელს მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განზრახული, მათ შორის შესყიდვების ნაწილში. ბატონი მეტისის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით, გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა", აღნიშნა ლევან იზორიამ.
მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობაზე გააკეთა აქცენტი. ლევან იზორიას განცხადებით, მეგობრობა ძლიერია, როდესაც ის საერთო ფასეულობებსა და ინტერესებს ეფუძნება, ერთიანობა კი - პარტნიორობის სიძლიერეა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.