საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზად არის სარალიძის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
„საქართველოს პროკურატურა არის დაზარალებულების გვერდით ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს პროკურატურა და პირადად მე, ვუსამძიმრებთ დადუნაშვილებისა და სარალიძეების ოჯახს და ვართ მათ გვერდით. საქართველოს პროკურატურამ განახორციელა ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლება ამ საქმეებზე განხორციელებულიყო. მზად ვარ, შევხვდე ზაზა სარალიძეს და გავცე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. აქამდე ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა დაზარალებულებთან და ამ კომუნიკაციას ახორციელებდა თბილისის პროკურატურა. კომუნიკაცია აუცილებლად გაგრძელდება და ამ საქმის ფარგლებში ჩვენ ვიქნებით დაზარალებულების გვერდით და მათი ინტერესების დამცველები“, განაცხადა შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.