თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დაესწრო, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული ერთი საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფორმაძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ძირითადად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებს შეეხებოდა.
რიგგარეშე სხდომას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, მერის მოადგილე მერაბ სირაძე, მერიის სამსახურების უფროსები და სხვა თანამშრომლები.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.