ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი აცხადებს, რომ 2018 წელს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება
24-05-2018, 19:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდების, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. 2018 წელს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით GUARDIAN.GE-ს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი ესაუბრა.

 

 

როგორც მერმა განაცხადა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია, ქალაქ ნინოწმინდის ქუჩების კეთილმოწყობას გულისხმობს.

 

 

„ნინოწმინდაში ქუჩების მოასფალტება მიმდინარეობს. სულ 11 ქუჩის გაკეთებაა გათვალისწინებული. აღნიშნული სამუშაოების დაფინანსების წყარო კი, რეგიონული განვითარების ფონდია. ასევე აღნიშნული ფონდის მიერ დაფინანსდა სოფლების, სათხე-სპასოვკას დამაკავშირებელი გზის მოასფალტება. აღნიშნული პროექტი წელს დაიწყო და უკვე დასრულდა.

 

 

გვაქვს ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტებიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე განათების მოწყობის სამუშაოები როგორც თავად ქალაქ ნინოწმინდაში, ისე სოფლებშიც. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ ასევე საქალაქო ბაღში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოებს. გვაქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გზის ავტოსავალი ნაწილის განახლებასა და ორმოულ შეკეთებას ქალაქ ნინოწმინდაში. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ერთი პროექტი გვაქვს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული, რომელიც სოფელ ეშტიამდე მისასვლელი გზის მოასფალტებას გულისხმობს. ეს პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. არის ასევე პროექტები, რომლებიც საბავშვო ბაღებში აღდგენით სამუშაოებს ითვალისწინებს. დაგეგმილია ასევე მინი სტადიონებისა და რიტუალების სახლების მშენებლობა", განუცხადა GUARDIAN.GE-ს ანივარდ მოსოიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი