25-26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით, ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება
24-05-2018, 21:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

25-26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნული ფაკულტეტის დაარსებიდან რიგით მე-3 კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ზოგადად, ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია ერთიანი სამი ჰიპოსტაზია, რომელსაც პროგრესის თანამედროვე არსი და სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია ეფუძნება.

 


„კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. კონფერნციაზე მომხსენებლები გლობალიზაციის პირობებში ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრებენ და წარმოადგენენ თავიანთ მეცნიერულ და პრაქტიკულ ხედვას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის თავისუფალი განვითარების და მისი სოციალიზაციის საკითხებს. ეს არ იქნება მარტო დასაბუთებული კონცეფციების წარმოდგენა, არამედ იქნება კონკრეტული შეთავაზება ხელისუფლებისადმი. საბოლოოდ, კონფერენციაზე მოხდება მოწინავე შეხედულებების ურთიერთგაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება და ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

 


აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს განათლების და მეცნიერული აზრის პრიორიტეტულობას, რომლის მიზანია ბიზნესის სოციალიზაცია საზოგადოებრივი პროგრესის მისაღწევად“, აცხადებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

 

 

კომენტარები: 1
#1   გუგული
      
სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კოლექტივი მოწოდებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადებისათვის. ამისათვის არამარტო ყოველდღიურ სასწავლო პროცესს წარმართავს, არამედ ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებს, რომლებიც აღრმავებს მეცნიერულ თეორიულ და პრაქტიკულ დონეს ახალგაზრდა თაობაში. მივესალმებით ასეთ კონერენციებს.
26 მაი 2018 04:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი