ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინს „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“ სურს დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები
25-05-2018, 08:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეამ, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უეცრად გააუქმა მისი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან, განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სურს მოლაპარაკებები „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“.

 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიმ კი გუანმა განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება „უაღრესად დასანანია“.

 


ტრამპის კიმთან შეხვედრის გაუქმების გამოცხადებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რმ მან თავისი დაპირება, მისი ერთადერთი ბირთვული გამოცდის პოლიგონზე გვირაბების დემონტაჟის შესახებ, შეასრულა.

 


მოგვიანებით, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ „მაღალი ნდობის ღრმა ნაკლებობა“ აჩვენა და ფხენიანის მხრიდან მთელ რიგ „დარღვეულ დაპირებებს“ ჰქონდა ადგილი.

 


მან ასევე თქვა, რომ კიმ ჩენ ინისადმი მიწერილ წერილში „თითოეული სიტყვა პრეზიდენტ ტრამპის კარნახით“ არის შედგენილი.

 

 

კიმ ჩენ ინისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ იმ ფონზე, როცა ჩრდილოეთ კორეის ბოლო განცხადებაში „უზარმაზარი სიბრაზე და ღია მტრობა“ არის გამოხატული, „არამართებული“ იქნებოდა ხანგრძლივი შეხვედრის გამართვა, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში იყო დაგეგმილი.

 

 

კიმისადმი მიწერილ წერილში ტრამპი ამბობს, რომ ძალზე მოუთმენლად ელოდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას „მომავალში, რომელიმე დღეს“.

 

 

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეელები საუბრობენ თავიანთ ბირთვულ შესაძლებლობებზე, „მაგრამ ჩვენი იმდენად მასიური და მძლავრია, რომ ვევედრები ღმერთს, რომ ისინი არასდროს იყოს გამოყენებული“.

 

 

წერილში, ტრამპი მადლობას უხდის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კორეული წარმოშობის „მძევლების“ გათავისუფლებისთვის და ამას „მშვენიერ ჟესტს და ძალიან დასაფასებელ“ ფაქტს უწოდებს.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი