მარნეულში ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
25-05-2018, 10:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1962 წელს დაბადებული ლ.გ., ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.გ. ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა. კერძოდ, ბრალდებული სხვადასხვა ასაკის გოგონების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა, მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით, მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა.

 

 

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

 

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული დანაშაულის გახსნასა და გამოძიებაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პროკურატურის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) და დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების ოფისი (DS/OCI) მიერ უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიაში ტრეფიკინგთან ბრძოლის კურსებზე იყვნენ წარგზავნილნი.

 

 

სწავლება მიზნად ისახავდა ტრეფიკინგის მონიტორინგის განხორციელებისა და მასთან ბრძოლის კუთხით სამართალდამცველების შესაძლებლობების განვითარებას. კურსი მოიცავდა ტრეფიკინგთან დაკავშირებულ უახლეს სახელმძღვანელო პრინციპებს, პოლიტიკის, კანონმდებლობის უახლესი განვითარების საკითხებს, მსხვერპლთა ამოცნობის ტექნიკას, ასევე, მსხვერპლთან მუშაობისა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მეთოდიკას. კურსს აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ექსპერტები უძღვებოდნენ.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, არაერთი ორგანიზებული დანაშაული გაიხსნა. თანამშრომლობა ამ კუთხით მომავალშიც გაგრძელდება", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი