25 მაისს საქართველოს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ესტუმრება, რომელიც სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და ლიეტუვას პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს დღეს ასევე ეწვევიან პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურებისა და საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებისათვის დაგეგმილია დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.
პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მთავარ საზეიმო ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე, 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ქართველ ხალხის წინაშე წარსდგებიან და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავენ.
პრეზიდენტებისა და საერთაშორისო დელეგაციების მონაწილეობით გაიმართება მრგვალი მაგიდა პარლამენტში "თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია" და საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.