საქართველო და გერმანია საზღვაო ტრანსპორტისა და პორტების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში თანამაშრომლობაზე შეთანხმდნენ
25-05-2018, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს გუიდო ბერმანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკის და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოზე გამავალი ე.წ. "შუა დერეფნის" გამოყენების საკითხებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ტექნიკური დახმარების გამოყოფის საკითხები.

 

 

შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ორ დოკუმენტს: "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განზრახულობათა ერთობლივ დეკლარაციასა“ და "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საზღვაო პორტებისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განზრახულობათა ერთობლივ დეკლარაციას“.

 

 

დოკუმენტების თანახმად, ორივე მხარემ აიღო ვალდებულება, გააღრმავონ თანამშრომლობა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საზღვაო გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და უშიშროების კუთხით, ასევე, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ პორტების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების გაზრდაზე, როგორც მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბის, რომელიც საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდისა და მზარდი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების წინაპირობაა.

 

 

შეხვედრა გერმანიის ქალაქ ლაიფციგში საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ყოველწლიური სამიტის ფარგლებში გაიმართა.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი