მინდა, ყველას მოგილოცოთ ტოჩინოშინის უდიდესი წარმატება, რაც ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იაპონიაში წარმოჩენისთვის, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა ტოჩინოშინის გამარჯვებებს უპრეცედენტო უწოდა.
„ტოკიოში მიმდინარე პროფესიონალური სუმოს პრესტიჟულ ტურნირზე - ნაცუ ბაშოზე, ტოჩინოშინმა მე-12 სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და სუმოს ნამდვილად ცოცხალი ლეგენდა, უმაღლესი წოდების მქონე იოკუძუნა ჰაკუჰო დაამარცხა. ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას მთელს საქართველოს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში - თავად ლევანს. ჩვენ გვეამაყება ჩვენი ასეთი თანამემამულე, რომელმაც უზარმაზარი ძალისხმევა და შინაგანი ენერგია აჩვენა. ალბათ, ყველამ უყურეთ ამ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთვის უდიდესი სიხარულის საგანი იყო.
მინდა, მე მას წარმატება ვუსურვო მომავალ კარიერაში. ტოჩინოშინი ჩვენთვის ძალიან საამაყო ადამიანია და ვუსურვებ, ასე გაეგრძელებინოს თავისი კარიერა. იგი გახდა ჩვენი ქვეყნის სახე არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასე, რომ გილოცავთ', განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.