საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გვერდით ყოფნა პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე.
„მეც მინდა საქართველოს ჭეშმარიტი სახელი გამოვიყენო თქვენი ქვეყნის აღსანიშნავად, როგორც თქვენ გამოიყენეთ ჩემი ქვეყნისათვის - ლიეტუვა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობა სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. ასი წლის წინ საქართველოს მიეცა შანსი იმისათვის, რომ იაროს პროგრესული გზით. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, როგორც ევროპის კავშირის, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში იმიტომ, რომ საქართველო ნამდვილად მოწინავე ქვეყანაა და საუკეთესო მაგალითია რეფორმებისა და მიღწევების თვალსაზრისით.
ამავეს ვიტყოდი ნატოს-ს შესახებაც. მთელს მსოფლიოში უსაფრთხოებას გარკვეული გამოწვევები გააჩნია და ყველა თანხმდება, რომ გეოპოლიტიკის დინამიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება.
კავკასიაში ნატო-სათვის მხოლოდ თქვენი ქვეყანაა საუკეთესო პარტნიორი თანამშრომლობის თვალსაზრისით, საკუთარი რეგიონის დაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. თქვენი ქვეყანა საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით. საქართველოს ყოველივე ამით უადვილდება ნატო-სკენ სავალი გზა. თვითონ ფორმალური მხარეების დაჩქარება, რა თქმა უნდა, საჭიროა და ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით", აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ, როგორც ამას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.