გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ოცეულის სერჟანტის მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა
25-05-2018, 18:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ოცეულის სერჟანტის მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე კურსდამთავრებულებმა სერჟანტის კრედო წარმოთქვეს.

 

 

სერჟანტებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა, კობა ცირეკიძემ მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სიტყვით მიმართვის დროს მათ ყურადღება ძლიერი და განათლებული სერჟანტთა კორპუსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და პირად შემადგენლობას მხარდაჭერა აღუთქვეს.

 

 

კურსი სერჟანტების სამხედრო პროფესიული განათლების კონცეფციის მიხედვით ჩატარდა და ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, რომელიც რვა კვირა გაგრძელდა, მონაწილეებმა შესაბამისი სამეთაურო და ტაქტიკურ-ტექნიკური უნარ-ჩვევები განავითარეს. მეორე ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვადასხვა დისციპლინის შესწავლას დაეთმო. სერჟანტები ტაქტიკის საფუძვლებს, ტაქტიკურ ნიშნებსა და დავალებებს, ცეცხლის მართვასა და განაწილებას, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებს, საპატრულო, ოპერაციებს, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებსა და ლიდერობასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ.

 

 

კურსდამთავრებულები ოცეულის სერჟანტისა და მასთან გათანაბრებულ საშტატო თანამდებობებს დაიკავებენ. კურსი 12 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. დასასრულს სერჟანტებს დიპლომები გადაეცათ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი