მეუფე შიო: ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ მკრეხელური გადაცემა გააკეთა, მკრეხელობას მიმართა, რაც არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის
25-05-2018, 19:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ თქვენ იცით მკრეხელური გადაცემა გააკეთა, მკრეხელობას მიმართა, რაც არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის, აღნიშნული განცხადება პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ალავერდის მონასტერში ქადაგებისას გააკეთა.

 

 

როგორც მეუფემ აღნიშნა, ეს მიზანმიმართულად ხდება და აღნიშნულს, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს.

 

 

„ვინც ამას ფიქრობს და გეგმავს, იმან უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება. ჩვენი ერი არასდროს იგუებს ამას და მინდა მივმართო მათ - ჩვენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ცოტა უფროსი თაობისანი ვართ და მოვესწარით ძველ ბოლშევიკურ პერიოდს და წყობას, შეგვიძლია დღეს ვთქვათ და იმ ხალხს გავახსენოთ, ვინც ამას გეგმავს და ახორციელებს მიზანმიმართულად - გაიხსენეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა ერმა გაიარა, გაიარა ეს კომუნისტური პერიოდის დროს, დევნა, დაცინვა, აბუჩად აგდება ყველაზე დიდი სიწმინდის და საკრალური სფეროსი რაც არის ჩვენი ერის, რამაც შექმნა ჩვენი ერი. ეს ჩვენ გავიარეთ.

 


იყო მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ამით დაიწყო, სწორედ ესეთი მკრეხელობებით და შეურაცხყოფებით დაიწყო და რაში გადაიზარდა შემდეგ? დავანგრიეთ ეკლესიები, დაიღვარა ზღვა სისხლი და ყველანაირად დავკნინდით ჩვენ. და აი, ჩვენ ვკითხოთ მათ - ეს გინდათ თქვენ? ეს ყველაფერი ხომ ჩვენ გავლილი გვაქვს ასი წლის წინ? აგერ, ხელის გულზეა ეს ყველაფერი და ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა, სად არიან ახლა? აი, კიდევ ერთი შეკითხვა. ვიცნობთ ჩვენ მათ, მათი სახელები ცნობილია უკვე, ის ლიდერები ვინც ამას გეგმავდა, აფინანსებდა და ახორციელებდა. სად არიან ისინი დღეს, მათი სახელის გაგონებაც კი გვზარავს და გვძულს. და ეკლესია სად არის? ვისაც ისინი ესე დევნიდნენ და შეურაცხყოფდნენ? ჩვენ აქ ვართ. მიუხედავად იმ დევნისა და შეურაცხყოფისა, ეკლესია ცოცხალია იმიტომ, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას და ისინი სად არიან მოგეხსენებათ თქვენ და შევახსენოთ ამ ჩვენს ძმებს და დებს, ვინც ამის უკან დგას, რომ იგივე ელის მათაც, იგივე ელის და დავფიქრდეთ ყველანი ამაზე“, განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი