საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესა და დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.
ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურები და მაღალი რანგის სტუმრები სტუმრობენ.
მთელი დღის განმავლობაში როგორც თბილისში, ისე რეგიონებში გასართობი, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები და სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი. რეგიონებსა და დედაქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება.
26 მაისს, რუსთაველის თეატრის ფოიეში, საზოგადოებას პირველად წარედგინება გენერალ გიორგი კვინიტაძის აღდგენილი შესამოსელი, მისი ხელნაწერები და ხმოვანი ჩანაწერები.
დღეს განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.