საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად 6 ადგილას წვევამდელებმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს
26-05-2018, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

 

 

დედაქალაქთან ერთად, ფიცის დადების ცერემონიალი შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, გელათსა და ბათუმშიც ჩატარდა.

 

 

სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო.

 

 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალში მონაწილეობდა წვრთნისა და შეფასების ცენტრის JTEC (CTC) ინსტრუქტორთა შემადგენლობა, DRILL სერჟანტთა კოლოფი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის - "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში" (GDRP) მონაწილე 43-ე ბატალიონი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები და რეკრუტების 6 კოლოფი.

 

 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კოლოფი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ სამხედრო ფორმებით მონაწილეობდა.

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა. გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლადშეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინი". მოედანზე ასევე, წარმოდგენილი იქნება: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, "ჩინგორი", "დიდგორი", "ლაზიკა", სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, "ჰამერი", RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი.

 


ფიცის დადების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სიტყვით პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს.

 

 

ქართველ ხალხს მიმართავენ და დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავენ ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი