საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
დედაქალაქთან ერთად, ფიცის დადების ცერემონიალი შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, გელათსა და ბათუმშიც ჩატარდა.
სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო.
ფიცის დადების შემდეგ, სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.
„ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეების მრავალმხრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორიც ეს ჩვენს წინაპრებს მიუცია მთელი კაცობრიობისთვის. დღევანდელი მდგრადობა ჩვენი ერის ნათლად მაჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა გამარჯვების გზაზე დგას და ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ივლის. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.