საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტს ანდრეი კისკას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით საქართველო - სლოვაკეთის პერსპექტივები და შესაძლებლობები განიხილეს. პრეზიდენტებმა მიმოიხილეს სლოვაკეთის რესპუბლიკის ძლიერი მხარდაჭერის მნიშვნელობა და უდიდესი წვლილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
გიორგი მარგველაშვილმა ანდრეი კისკასთან რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და ნატო-ს სამიტისათვის მზადების საკითხებზე და საქართველოს პარტნიორების კოორდინირებული ქმედებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ანდრეი კისკას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური მონაწილეობისათვის. მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და რეალური ეკონომიკური კავშირების გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ანდრეი კისკას ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისათვის, რომელზეც საფუძველი ჩაეყარა კრინიცას ეკონომიკური საერთაშორისო, რეგიონული ფორუმის დაფუძნებას თბილისში.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეკონომიკურ ფორუმში 20-ზე მეტი სლოვაკური კომპანიის მონაწილეობა მნიშნვნელვონად შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესწარმომადგენლებსა და საქმიან წრეებს მჭიდრო კონტაქტების დამყარებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.