ადიგენში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიება, რომელიც ადიგენის სპორტულ მოედანზე კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო, ადგილობრივი ანსამბლების მიერ შესრულებული სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებისგან შედგებოდა.
მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა მიულოცეს.
26 მაისის აღნიშვნა ადიგენში სპორტული ღონისძიებით დასრულდა. გაიმართა ფინალური შეხვედრა ფეხბურთში ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის.
შეჯიბრებაში მონაწილეობას 16 გუნდი იღებდა. ფინალში ერთმანეთს ადიგენის და გორგულის გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება ადიგენის გუნდმა მოიპოვა.
ფინალში გასულ ორივე გუნდს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ფეხბურთელებს მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო, სამახსოვრო თასები, მედლები და სხვა ფასიანი საჩუქრები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავჯდომარემ გადასცეს.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.