ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
კულტურის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა მიმართა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობასა და მისი არსებობის პერიოდში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ დაჯილდოვდნენ (ორგანიზატორი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიანი) საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული, საუკეთესო თხზულების ავტორები, თემაზე „ქართველ და სომეხ ხალხთა მეგობრობისა და ძმობის 100 წლისთავი''.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.