დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ რუსთაველის გამზირზე გაისეირნა.
თავდაცვის მინისტრმა თავისუფლების მოედანზე გამოფენილი ქართული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღესასწაული პირადად მიულოცა. დღესვე ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროს განახლებული ვებგვერდის საგამოფენო ინსტალაცია მოინახულა და ვებგვერდის სიახლეებს პირადად გაეცნო.
ქვეყნის მთავარ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას მინისტრთან გასაუბრების, ასევე სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალებაც მიეცა.
წელს, დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აღინიშნა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.