გიორგი კვირიკაშვილი: „ღმერთმა ქნას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვეყვანოს იმ სანუკვარ ნავსადგურში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს და მანამდეც, ქართველთა არაერთი თაობა ოცნებობდა“
27-05-2018, 09:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყანა და ღმერთმა ქნას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვეყვანოს იმ სანუკვარ ნავსადგურში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს და მანამდეც, ქართველთა არაერთი თაობა ოცნებობდა, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო მიღების მონაწილეებს, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

 


მთავრობის მეთაურმა საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა შთამომავლებს, პირველ ქართულ დიასპორას.

 


„წარმომიდგენია, რამდენად ემოციურია მათთვის დღეს აქ, ჩვენთან ერთად ყოფნა. 100 წლის წინ ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეს ჩაეყარა საფუძველი - საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა, ევროპული დემოკრატიული პრინციპების თანახმად მოწყობილი სახელმწიფო, მიიღო პირველი კონსტიტუცია და საამაყოა, რომ დღეს ჩვენ ვართ სწორედ იმ რესპუბლიკის საქმის გამგრძელებლები. პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა ამ საქმეს ისეთი მყარი საფუძველი ჩაუყარეს, რომ დროთა და ჟამთა სიავემ ვერ მოსწყვიტა საქართველო იმ ტრაექტორიას, რომელსაც საფუძველი 1918 წლის 26 მაისს დაედო. მინდა, მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყანა და ღმერთმა ქნას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვეყვანოს იმ სანუკვარ ნავსადგურში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს და მანამდეც, ქართველთა არაერთი თაობა ოცნებობდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, გაერთიანებულ საქართველოს”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ერთობლივ მიღებაზე საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური წრეების, რელიგიური კონფესიების, მედიის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი