კიმ ჩენ ინის „ურყევი ნებაა“, რომ დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა გაიმართოს
27-05-2018, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის „ურყევი ნებაა“, რომ სინგაპურში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა გაიმართოს, აცხადებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია.

 


ტრამპმა შეხვედრა ხუთშაბათს გააუქმა, ჩრდილოეთის „მტრული“ დამოკიდებულების გამო, მაგრამ ფხენიანის მხრიდან შემრიგებლური გზავნილების შემდეგ აზრი შეიცვალა. შაბათს, გვიან, აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი თარიღი, 12 ივნისი „არ შეცვლილა“.

 


ამასობაში, კიმ ჩენ ინი შაბათს, უკვე მეორედ შეხვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინს და როგორც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო წერს, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის „ხშირი შეხვედრები“ გაიმართოს.

 


პრეზიდენტ მუნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორსაათიანი მოლაპარაკებებისას ლიდერებმა თავიანთი შეხედულებები „გულწრფელად“ გაცვალეს.

 


კიმისა და მუნის მეორე შეხვედრა ორ ქვეყანას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში გაიმართა და რგორც BBC იუწყება, ჩანდა, რომ აღნიშნული შეხვედრა აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების დაგეგმილი სამიტის გამართვის ძალისხმევას ემსახურებოდა.

 

 

 


ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სააგენტო წერს, რომ ლიდერებმა „გამოხატეს სურვილი მომავალში ხშირად გაიმართოს მათ შორის შეხვედრა, რომ დიალოგი გახადონ აქტიური და ასევე თავიანთი პოზიცია, ერთობლივი ძალისხმევით მოახდინონ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება“.

 


სააგენტოს თანახმად, კიმ ჩენ ინმა მადლობა გადაუხადა მუნ ჩჟე ინს „მის მიერ გაწეული ძალისხმევისათვის“ სინგაპურის სამიტის მომზადებასთან დაკავშირებით და „გამოხატა თავისი ურყევი ნება“, რომ ეს სამიტი შედგეს.

 

 

 


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კიმი და მუნი შეთანხმდნენ, რომ პარასკევს ისევ გამართავენ მაღალი დონის მოლაპარაკებებს, მაგრამ დეტალები არ გამჟღავნებულა.

 


თეთრმა სახლმა შაბათს დაადასტურა, რომ ოფიციალური პირებისაგან შემდგარი წინასწარი გუნდი ამ უქმეებზე გაემგზავრება სინგაპურში, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი, რათა მომზადდეს შესაძლო სამიტი.

 


მედიის ვარაუდების გასაქარწყლებლად, რომ სინგაპურში სამიტი შესაძლოა არ გაიმართოს იმ პერიოდში, როგორც ეს იყო დაგეგმილი, შაბათს ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა: „წარუმატებელი ნიუ-იორკ თაიმსი ციტირებს „თეთრი სახლის მაღალი რანგის ოფიციალურ პირს“, რომელიც არ არსებობს, და რომელიც ამბობს: „მაშინაც კი, თუკი შეხვედრა აღდგება, მისი 12 ივნისს გამართვა იქნება შეუძლებელი, დროის ნაკლებობისა და დაგეგმვის საჭიროებისთვის მცირე დროის გათვალისწინებით“. ისევ მცდარია! გამოიყენეთ რეალური ადამიანები და არა ყალბი წყაროები“.

 


სამიტის გამართვის საკითხი კი ჯერჯერობით ისევ ჰაერშია გამოკიდებული, რადგან ტრამპი ორაზროვანია: „შევხედავთ რა მოხდება“, უთხრა მან თეთრ სახლში რეპორტიორებს.

 


ტრამპმა ხუთშაბათს, კიმ ჩენ ინისადმი გაგზავნილ წერილში, სამიტი გაუქმებულად გამოაცხადა, ბრალი დასდო რა ჩრდილოეთ კორეას „უზარმაზარ სიბრაზესა და ღია მტრობაში“, მაგრამ პარასკევს „თვითერზე“ დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან „ძალიან პროდუქტიულ მოლაპარაკებებს“ ჰქონდა ადგილი.

 


„ჩვენ ახლა ველაპარაკებით მათ [ჩრდილოეთ კორეას]. მათი განცხადება ძალიან სასიამოვნო იყო“, თქვა ტრამპმა, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კიმ კი გუანის განცხადება დაიმოწმა, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება „მოულოდნელი“ და „უაღრესად დასანანი“ იყო და ფხენიანი გამოხატავდა მზადყოფნას ტრამპთან კიმ ჩენ ინის პირისპირ შეხვედრა „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“ გამართულიყო.

 


თავის წერილში, ტრამპმა შეხვედრისთვის კარები ღია დატოვა, განაცხადა რა, რომ ახლახან „შესანიშნავ დიალოგს“ ჰქონდა ადგილი და იგი ჯერ კიდევ მოუთმენლად ელოდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი