საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ქვეყანასა და ხალხს პარტია „ქარული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ულოცავს:
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს.
მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 100 წლის წინ, როდესაც ქართული რესპუბლიკა დაფუძნდა იმ უზარმაზარ სივრცეში, რასაც ევრაზია ჰქვია, უიშვიათესი მოვლენა იყო დემოკრატიულ საფუძვლებზე დაფუძნებული სახელმწიფოების რაოდენობა.
ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა ყველაზე პროგრესულ და ხალხის სამსახურში მყოფი სახელმწიფოების რანგში შეიძლება მოვიხსენიოთ. და ეს არ იყო შემთხვევითი, რამეთუ ქართული რესპუბლიკა დაფუძნდა და მემკვიდრე იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოსი. მსოფლიო ცივილიზაციის გარიჟრაჟზე არსებობდა კოლხეთი, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო, სადაც ეგულებოდათ ოქროს საწმისი, ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს და ჩვენს უზარმაზარ, ოცდაათსაუკუნოვან სახელმწიფოებრივ ტრადიციას და კულტურას შესატყვისი პატივი მივაგოთ.
კიდევ ერთჯერ ვულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ დღესასწაულს“, აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ბიძინა ივანიშვილის კომენტარში, რომელიც მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.