ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 26 მაისს კახეთის რეგიონში 433 კმ 2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, რითაც კახეთის ექვს მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი სეტყვა სრულად იქნა თავიდან აცილებული.
აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან აცნობეს.
„26 მაისს დღის 14:00 საათიდან რეგიონში ფრონტალური ღრუბლის მასებმა ჩრდილო დასავლეთ მიმართულებიდან დაიწყეს შემოსვლა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 35-40 მმ იყო.
15:10 სთ-დან 19:57 სთ-მდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. დამუშავება ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში ჩატარდა. გასროლილი იქნა 180 ერთეულამდე რაკეტა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა კახეთის მთელს ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და დასახლებული პუნქტების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა“, აღნიშნულია ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.