ღარიბაშვილი კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელის სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩევას მიესალმება
04-06-2015, 03:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ინიციატივას, კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელის სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩევის შესახებ, პროგრესულად აფასებს.


დეპუტატ ივანე კიღურაძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აზრი მოისმინა.

 


ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ცივილიზებულ ქვეყნებში, კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელებს სამეცნიერო საბჭო ირჩევს და საქართველოში ამ მიმართულებით წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული პრაქტიკა შესაცვლელია.


„შაშკინის და სააკაშვილის დროს ნიშნავდნენ ადამიანებს, რომლებსაც არავითარი შეხება არ ჰქონდათ სამეცნიერო საქმიანობასა და დაწესებულებებთან. ეს არის შესაცვლელი. გაჩნდება ჩანაწერი, რომ ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ პირებს 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ სამეცნიერო საბჭო აირჩევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


განათლების მინისტრისთვის ცვლილებების პრინციპი მისაღებია. თამარ სანიკიძის თქმით, დასაზუსტებელია მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი