26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი და ხვამლობის დღესასწაული ხვამლის მთაზე აღინიშნა.
ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ, შემდეგ კი გაგრძელდა სახალხო დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობდა კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი.

ხვამლის მთას ამ ამაღლებულ დღეს უამრავი ადამიანი ეწვია, მათ შორის ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, უცხოელი ტურისტები.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.