საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე იზეიმეს წყალტუბოში. ქალაქის ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და ინტელექტუალური ღონისძიებები გაიმართა.
მოეწყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მიერ შესრულებული ნამუშევრების თემატური გამოფენები, კონფერენცია 1918 წლის საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის წევრებისა და ეპოქის შესახებ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველბის წარმომადგენლებმა საქართველოს გმირთა მემორიალზე პატივი მიაგეს აფხაზეთისა და ოსეთის ომის დროს საქართველოს დამოუკიდებლობას შეწირულ მამულიშვილებს. შეხვდნენ დაღუპულთა ოჯახების წევრებს.

წყალტუბოს პარკში მოეწყო სპორტული შეჯიბრებები სწრაფ ჭადრაკში, მკლავჭიდსა და გარბენში.
საღამო საზეიმო გალა კონცერტით დასრულდა.
ღონისძების ორგანიზატორი იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. კონცერტზე მოსახლოებას სიტყვით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
„სრულიად საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. განსაკუთრებულად იმდენად, რამდენადაც 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი, ჩვენს თანამემამულეს, სოფელ ფარცხანაყანევში გაზრდილს, შემდეგ უკვე დიდ ფილოსოფოსს და კულტურის ისტორიკოსს შალვა ნუცუბიძეს.
ეს თარიღი ქართველი ერის მონაპოვარია. დარწმუნებული ვარ, სულ მალე, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიზეიმებთ 26 მაისს“, განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.