ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) გერმანია მნიშვნელოვანი და ამბიციური ინიციატივის მხარდამჭერი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი: „გერმანია მზადყოფნას აცხადებს, მხარი დაუჭიროს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი და სერიოზული ინიციატივის განხორციელებას, როგორიც არის კონტრმობილურობის ინიციატივა. ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის მხარდაჭერის საქმეში, რომელიც საქართველოში მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს, გერმანია ლიდერი ქვეყანა იქნება“, განაცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრმა გერმანელ სტუმარს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
ლევან იზორიამ დოქტორ პიტერ თოიბერს გერმანიის მხრიდან გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივ მონაწილეობაზეც გამახვილდა. დოქტორ პიტერ თოიბერმა ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი და პარტნიორების მიმართ ერთგულება ხაზგასმით აღნიშნა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, თავდაცვის ატაშე და გერმანული დელეგაციის წევრები დაესწრნენ. დოქტორი პიტერ თოიბერი საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.