თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ქართველი ძიუდოისტები პრემიერთან შეხვედრას და კვლავ ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ
27-05-2018, 18:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ქართველი ძიუდოისტები. ისინი პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას და საკითხის გადაწყვეტაში მის ჩართულობასაც ითხოვენ.

 


აქციას პირველად, ღიად შეუერთდა ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელმაც ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნა სოციალურ ქსელში პირველმა გააჟღერა. პარლამენტის შენობასთან ძიუდოისტების მხარდასაჭერად მივიდა ასევე სახელოვანი ვეტერანი სპორტსმენი გურამ საღარაძე.

 


„დატოვოს თანამდებობა დავით ქევხიშვილმა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის ერთპიროვნული მმართველი. იგი ნათლად აფიქსირებს თავისი მიდგომით და თავისი პოზიციით, რომ მას არ სურს ჩვენი ნაკრებში დაბრუნება. აქიდან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო მეტნი ვართ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვითხოვთ მის გადადგომას“, განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 


ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკვე ჩიხური მდგომარეობაა შექმნილი და საკითხის გადაწყვეტაში აუცლებელია პრემიერ მინისტრის ჩარევა.

 


„ჩვენ გვინდა შეხვედრა პრემიერთან, არა მარტო პრემიერთან, არამედ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც შეუძლია ამ თემის მოგვარება. სიტუაცია არის ჩიხში შესული. ძალიან მიჭირს ვიფიქრო იმაზე რომ შეიძლება ამ ბიჭებმა ვერ იჭიდავონ მსოფლიო ჩემპიონატზე... ამის საფრთხე არსებობს, რადგან ეს ადამიანი არ ფიქრობს წასვლას და ეს ადამიანი თუ არ წავა, დამერწმუნეთ რომ აზრი არ აქვს არანაირ მომზადებას, არანაირ ვარჯიშს, იმიტომ, რომ ხელის შეშლის და შეფერხების მეტი არაფერი მოდის მაგ ადამიანისაგან“, უთხრა ადამ ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ს.

 

 

ზურაბ ზვიადაურმა კი თქვა, რომ ქევხიშვილს თანამდებობიდან წასვლა უნდა, მაგრამ მას მისი გარემოცვის წევრები „არ უშვებენ, ქეჩოთი უჭირავთ“. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი