საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს დიასპორის ფორუმის მონაწილეებს მიღებაზე უმასპინძლა და მათ სიტყვით მიმართა.
მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და საქართველოს წარმოჩენისთვის გაწეული საქმიანობისთვის.
„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც დღეს ხართ აქ წარმოდგენილნი და აქტიურად ხართ ჩართულნი დიასპორასთან ურთიერთობის, ასოციაციების გაძლიერების, საკვირაო სკოლების ჩამოყალიბების პროცესებში და ასევე აქტიურად ხართ ჩართულნი ამ ფორუმში, რომელიც მნიშვნელოვანი შედეგების მომტანია. სწორედ თქვენნაირი აქტიური ადამიანები სჭირდება სახელმწიფოს და სჭირდება ჩვენი ქვეყნის დიდებას”, აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთადერთი მიზანი და ამოცანაა იყოს ახლოს მოქალაქეებთან, იქნებიან ისინი საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა გასულ წელს ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მისი თქმით მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლების რეკომენდაციები და შენიშვნები, რასაც დიასპორის ფორუმი ემსახურება.
„მსურს მოვისმინო თქვენი იდეები თუ როგორ დავახლოვდეთ კიდევ უფრო მეტად და როგორ შევქმნათ პროექტები, რომელიც დიასპორას გააერთიანებს და არ დააშორებს. ცოტანი ვართ და არ გვაქვს უფლება დაქსაქსულები ვიყოთ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ამიტომ, მე აღფრთოვანებული ვიყავი იმ იდეით, რაც დღეს მოვისმინე, ეს უკავშირდება ერთიანი დიასპორული სავაჭრო პალატის შექმნას. იმედია ეს იქნება ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც შეკრებს ამ დიდ ძალასა და რესურსს და ასევე შემდეგ გადაიცემა სხვა მიმართულებითაც, იქნება ეს კულტურა, განათლება თუ სხვა ნებისმიერი სფერო. სწორედ ერთიანი ენერგია გვჭირდება ჩვენ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომების გასაკეთებლად”, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ, როგორც ამას საგარეო საქმეთა სამინისტროს იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.