საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვარშავაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.
„ქართული დელეგაციის ხემძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, ასამბლეის სამოქალაქო განზომილებისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, ჩვენი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
ირაკლი ბერაიას თქმით, რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ საფრთხის შემცველია მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების პარლამენტარები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები, რუსეთისგან მომდინარე კონვენციური და არაკონვენციური საფრთხეები, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და სხვა.
საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 28 მაისს დასრულდება", აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.