დიასპორის ფორუმი 2018 წლის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქს ილია მეორეს ეწვივნენ. პატრიარქმა დიასპორის წარმომადგენლები დალოცა და სულთმოფენობა მიულოცა.
„დღეს ჩვენს მსახურებაზე იმყოფებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც ჩვენთან ერთად დღეს ილოცეს ყოვლადწმინდა სამების მიმართ და ვლოცავთ მათ."- განაცხადა პატრიარქმა. ,,ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთელი საქართველო, ყოველი ჩვენგანი, იყოს სიკეთის მხარეს, სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ", ბრძანა პატრიარქმა, როგორც ამას საგარეო უწყება იტყობინება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღეების ფარგლებში დიასპორის ფორუმს "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მასპინძლობს. ფორუმი 27-28 მაისს იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.