საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0142 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.4663 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (25 მაისი) მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.4805 ლარი ღირდა.
0.0317 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.8727 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9044 ლარი იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.