ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენებით კონფლიქტის მონაწილეთა გადამალვაში მირზა სუბელიანის ჩართულობა დადასტურდა.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმის ჩვენებით სხვადასხვა პირების მიერ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობის გარდა, მტკიცებულებათა განადგურებაში მონაწილეობა, კონკრეტულ ფაქტში მონაწილე პირების დამალვის ორგანიზება და დამალვაში მონაწილეობაც დადასტურდა.
„ჩვენებით სრულად დადასტურდა რომ კონფლიქტში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, სხვა ადამიანების მიერ მოხდა დავით სარალიძის დაჭრა, ასევე სრულად დადასტურდა, რომ კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სხვადასხვა ადამიანები პასუხისგებაში არ ყოფილიყვნენ მიცემული. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდებულის ჩვენება სრულ თავსებადობაშია საქმეში არსებულ ყველა უტყუარ მტკიცებულებასთან. ბრალდებულის ჩვენებაში ბრალდების მხარეს და ვერც ვერავის შეუძლია იპოვოს რამე ისეთი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ბრალდებულის ჩვენება არადამაჯერებელია", განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.