„მალაიზიის ავიახაზების“ გაუჩინარებული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ დასრულდა. შეერთებულ შტატებში ბაზირებული კერძო კომპანია „Ocean Infinity“-ი სამხრეთ ინდოეთის ოკეანის დიდ ფართობზე 90-დღიანი ძებნითი სამუშაოების განსახორციელებლად ღრმაწყლოვან საზღვაო ხომალდს იყენებდა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო, მალაიზიის მთავრობამ კი განაცხადა, რომ მას ახალი ძებნითი სამუშაოების ჩატარების გეგმები არ გააჩნია.
თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 239 ადამიანი იმყოფებოდა და რომელიც კუალა ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა, 2014 წლის 8 მარტს გაუჩინარდა და დღემდე აღნიშნული რეისის ბედი სრულიად ბუნდოვანია. ბორტზე მყოფთა ოჯახების წევრები აცხადებენ, რომ მათ სურთ სამძებრო სამუშაოების გაგრძელება.
BBC-ის ცნობით, თვითმფრინავს 153 ჩინელი და 38 მალაიზიელი გადაჰყავდა. სხვა მგზავრები ირანიდან, შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ინდონეზიიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან, ახალი ზელანდიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ტაივანიდან და ნიდერლანდებიდან იყვნენ. ეკიპაჟის 12-ივე წევრი კი მალაიზიელი იყო.
გაუჩინარებული თვითმფრინავის წყლის ქვეშ ძებნა ავიაციის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის ტერიტორიაზე ჩატარდა და მან ინდოეთის ოკეანის 120 000 კვ.კმ. მოიცვა.
თვითმფრინავის ნაწილების ნამსხვრევები მადაგასკარზე იქნა ნაპოვნი, მაგრამ ავიალაინერის ძირითად ნაწილს ვერ მიაგნეს.
ოფიციალური სამძებრო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყვნენ ავსტრალიის, მალაიზიის და ჩინეთის ჯგუფები, გასული წლის იანვარში დასრულდა.
სამძებრო სამუშაოები შეერთებულ შტატებში ბაზირებულმა კერძო კომპანიამ „Ocean Infinity“-იმ განახორციელა. მან დაახლოებით 80 000 კვ.კმ. ფართობის ტერიტორიაზე ჩაატარა ძებნითი სამუშაოები და ამისათვის 8 წყალქვეშა მინი-გემის ოდენობის საზღვაო სატრანსპორტო საშუალება გამოიყენა.
მომდევნო თვეების განმავლობაში სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას, აღნიშნულ ტერიტორიაზე ზამთრის მოახლოებიდან გამომდინარე, გაუარესებული ამინდი შეუძლებელს ხდის.
კომპანიამ თანხმობა განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოებს ყოველგვარი საზღაურის გარეშე ჩაატარებდა, მაგრამ 70 მილიონამდე აშშ დოლარს მიიღებდა, თუკი თვითმფრინავის ნამსხვრევებს იპოვნიდა, თუმცა ისე დაასრულა სამუშაოები, რომ ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო.
დღემდე, გამომძიებლებს ძალიან შეზღუდული ინფორმაცია გააჩნიათ თვითმფრინავის ბოლო საათების შესახებ.
ექსპერტები ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ უტყუარ დასკვნამდე იმის თაობაზე, თვითმფრინავი მფრინავების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, თუ ის ოკეანეში კონტროლის გარეშე ჩავარდა.
მაისის დასაწყისში ავსტრალიელმა გამომძიებლებმა უარყვეს მოსაზრება, რომ თვითმფრინავი მფრინავების მიერ გაზრახ იქნა დაბლა დაშვებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.