საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხორავას ქუჩაზე - მოზარდების მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებათა შორის არის მაკრატელი, რომელიც როგორც უწყება ირწმუნება, ადგილზე მისულ სამედიცინო პერსონალს ეკუთვნოდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ ისაუბრა.
„ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილზე სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე, შესაბამის დახმარების გაწევის შემდგომ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ექიმების ჩვენებით, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედებით, მათ შორის მოწმეთა დაკითხვით, სხვა მაკრატლის ან საგნის არსებობა არ დგინდება", განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროკურატურა აღნიშნულ საკითხზე განმარტებებს საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.