შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან იარაღის მუქარით ბანკიდან თანხა გაიტაცა და მიმალვას ცდილობდა. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1977 წელს დაბადებული ზ.ლ. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო სამედიცინო პირბადე, ხელთათმანები, გატაცებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი (სავარაუდოდ, პნევმატური იარაღი), რომელიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.
პირველადი გამოკითხვისას, დაკავებულმა ზ.ლ.-მ აღიარა, რომ მან მიმდინარე წლის 27 თებერვალს „ლიბერთი ბანკის“ ამავე ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა, საიდანაც იარაღის მუქარით ფული გაიტაცა და მიიმალა.
გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.