ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნით მსოფლიო ბრენდები დაინტერესდნენ.
"ტექნოლოგიურზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. პროცესი მიდის და მე მგონია, რომ აუცილებლად მივიღებთ შედეგს. ჩვენ უკვე ისეთ დონეზე ვართ, რომ ბევრმა საინტერესო უნივერსიტეტმა გამოაცხადა თავისი პოზიცია, რომ სურვილი აქვთ ფილიალი გახსნან საქართველოში. არ დაგიმალავთ, უკვე ბრენდებში ვეძებთ, რომ მოვახერხოთ და საუკეთესო ბრენდი ჩამოვიყვანოთ საქართველოში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.