26 მაისს, ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე სხვადასხვა კულტურულ - სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ონელმა ახალგაზრდებმა დროშებით ხელში მოაწყვეს მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.

შურა მაისურაძის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა მსოფლიოს და ევროპის პრიზიორის, ევროპის თასის მფლობელის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის იოსებ (სოსო) ბერიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის. მოეწყო ახალგაზრდა ფოტოგრაფების პერსონალური გამოფენა და ბოლოს ტრადიციული კონცერტი, რომელსაც მასპინძლობდა გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრი.

ონს ქ. ამბროლაურის ფოლკლორული ანსამბლი „საგალობელი“ სტუმრობდა, რომლის წევრებმაც სპეციალურად ამ დღის მოსალოცად ანსამბლ „რაჭასთან“ ერთად შეასრულეს საკონცერტო ნომერი. საზეიმო ღონისძიებებში ჩართული იყვნენ მომღერალი ოჯახები, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და გლოლის ფოლკლორული ანსამბლი „ბუბა“.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.