თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გამოქვეყნებას ეხმაურება.
„არ მქონდა წვდომა არანაირ ნივთმტკიცებებთან და დღეს საჯარო გახადეს?! - ყოჩაღ, ტაშს დავუკრავ", აცხადებს გარდაცვლილის მამა.
„ჩემი შვილის ტანსაცმელი მე არ მინახავს, რომელიც გასაიდუმლოებული იყო და გასაიდუმლოებული უნდა დარჩენილიყო, წესით. მე არ მომცეს უფლება, რომ ჩემი შვილის ტანსაცმელი მენახა. საფულე, რომელიც ახლაც მანდ უდევთ, რამოდენიმე მოთხოვნის მიუხედავად, არ დამიბრუნეს და საჯაროდ გამოიტანეს?! ეს იყო მათი უმეცარი ნაბიჯი, მე თუ მკითხავთ, უმეცარი ნაბიჯი. თვითონვე უშვებენ უკვე დანაშაულს. მე ჩემი შვილის საფულე არ დამიბრუნეს, რომ ნივთმტკიცება იყო. ფარდული დაანგრიეს. არ მოიტანეს სასამართლოზე კონკრეტულად გადაღებული სურათები დაზიანებების, რაც ტანსაცმელზე იყო", განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.