ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
29-05-2018, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიული მედია ავრცელებს.

 


როგორც სირიის სამთავრობო გამოცემა „SANA“ სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება მხარეებმა ურთიერთაღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.

 

 

სირიის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ურთიერთაღიარებისა და „ორ ქვეყანას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ განცხადებას ცხინვალის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.

 

 

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს... აქვს პატივი განაცხადოს იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და სირიის არაბთა რესპუბლიკა... აცხადებენ ურთიერთაღიარების და ორ ქვეყანას შორის საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, აღნიშნული კომუნიკეს გამოქყვეყნების მომენტიდან“, ნათქვამია ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის განცხადებაში.

 

 

ანალოგიური განცხადება აქვს გამოქვეყნებული სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს. 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. 

 

 

ორი ქართული რეგიონი - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსეთმა 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ მალევე აღიარა, რის შემდეგაც ანალოგიური ნაბიჯები გადადგეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ვანუატუმ, ნაურუმ და ტუვალუმ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი