ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში „აპრიორი მაკრატელია გამოყენებული - ასეთი რამ ექსპერტს არ უთქვამს“
29-05-2018, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკარი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს არ უთქვამს, რომ მკვლელობის იარაღი აპრიორი მაკრატელია.

 

 

კაკაბაძე პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გამოქვეყნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ამის უფლება არც ბრალდების მხარეს არ ჰქონდა და ამის უფლება არც დაცვის მხარეს არ აქვს".

 


„ექსპერტმა თქვა ასეთი რამ - გამოყენებულია სხვადასხვა საგნები, რომლებიც არ არის დანა. გამოყენებულია სხვადასხვა მჭრელი ბასრი საგნები, რომლებიც კატეგორიულად ვაცხადებ რომ, არ არის საქმეში არსებული დანები - ეს თქვა ექსპერტმა. თუმცა, ამ საგნებში რომელიმე შესაძლებელია იყოს მაკრატლის მსგავსი საგანიო. აი, ეს თქვა ექსპერტმა. აპრიორი მაკრატელია გამოყენებული - ასეთი რამ ექსპერტს არ უთქვამს", განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

პროკურატურამ დღეს არასრულწლოვნების საქმის მასალების ნაწილი გაასაჯაროვა. როგორც საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა განაცხადა, „ამოღებული იქნა სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნოდა შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე შესაბამისი დახმარების გაწევის შემდგომ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა  შემთხვევის ადგილას მყოფი ექიმების ჩვენებით, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებით, მათ შორის მოწმეების დაკითხვით, სხვა მაკრატლის ან მსგავსი საგნის არსებობა არ დგინდება".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი