სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გამოეხმაურნენ.
როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, იმისთვის, რომ სირიის რეჟიმის აღიარებას არ მოჰყვეს რეგიონში სხვა ქვეყნების მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, მნიშვნელოვანია, საქართველომ გაწიოს ყველანაირი დიპლომატიური ძალისხმევა.
„რუსეთის ყველა ნაბიჯი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის და ანექსიის გაღრმავების თვალსაზრისით, დარჩა დაუსჯელი. რუსეთს არ მოუწია არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არაფერზე და და ეს ყველაფერი გაგრძელდა ლოგიკურად, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი დღეს უკვე წარმატებას აღწევს, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე აღიარების მოპოვების თვალსაზრისით. დღეს,საქართველოს პოზიციები ბევრად უფრო მყარი იქნებოდა, ჩვენ რომ ბევრად უფრო მკვეთრი პოზიცია დაგვეფიქსირებინა რუსეთთან მიმართებაში, მათ შორის, სანქციების კონტექსტში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავწიოთ ყველანაირი დიპლომატიური ძალისხმევა იმისთვის, რომ სირიის რეჟიმის აღიარებას არ მოჰყვეს რეგიონში სხვა ქვეყნების მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა", განაცხადა სამადაშვილმა „რუსთვი 2"-თან საუბრისას.
სირიის გადაწყვეტილებას ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.
ამასთან, დონდუას თქმითვე, საქართველოს საგარეო უწყება „მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.