მამაკაცმა ორი პოლიციელი და მათ სიახლოვეს მყოფი მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ბელგიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლიეჟში.
შეიარაღებულმა მამაკაცმა ასევე სკოლაში მძევლად აიყვანა დამლაგებელი ქალი, ვიდრე მას პოლიცია მოკლავდა. მამაკაცის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია პოლიციის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იგი არაბულ ენაზე „ალაჰ აქბარს“ გაჰყვიროდა. („ღმერთი დიადია“).
„არსებეობს ელემენტები, რასაც იმ მიმართულებით მივყავართ, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო“, განაცხადა ბელგიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ერიკ ვან დერ სიპტმა.
ბელგიური ტელევიზიის RTBF-ის ცნობით, მამაკაცი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. ტელეარხის განცხადებით, შესაძლოა მისი რადიკალიზაციის გზაზე შედგომა ციხეში ყოფნისას მომხდარიყო.
ბელგიის პრემიერ მინისტრმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა, რომ იგი მდგომარეობას დეტალურად და მჭიდროდ ადევნებს თვალყურს. მან მხარდაჭერა გამოხატა მათდამი, ვინც სროლებში მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.