„ევროპული საქართველო“, სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების საკითხზე, საგარეო უწყების ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარებას აპირებს
29-05-2018, 16:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო“, სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყების ხელმძღვანელს პარლამენტში დაიბარებს.

 

 

როგორც პარტიის წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, აუცილებელია, მოისმინონ მთავრობის გეგმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ ამ მიმართულებით.

 

 

„ყველაზე ცუდ დროს, როდესაც სირია ცეცხლში იყო გახვეული და ასადის გადარჩენის საკითხი ეკიდა პირდაპირ მოსკოვზე, მაშინაც კი არ უღიარებია მას აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ცხინვალი დამოუკიდებლობა. ჩვენ ახლა პასუხები უნდა მივიღოთ მთავრობისგან, რა ნაბიჯები იგეგმებოდა და რის გადადგმას აპირებს. ამიტომ, ვაპირებთ, რომ დავიბაროთ საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა, რა თქმა უნდა, მყისიერად უნდა იქნას გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან და მყისიერად უნდა იქნას გააქტიურებული ჩვენი დიპლომატია ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ, რომ სირია არის მაინც გავლენიანი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ რაიმე გაგრძელება ამ აღიარებას არ მოჰყვეს", განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

სირიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც". როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, იმისთვის, რომ სირიის რეჟიმის აღიარებას არ მოჰყვეს რეგიონში სხვა ქვეყნების მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, მნიშვნელოვანია, საქართველომ გაწიოს ყველანაირი დიპლომატიური ძალისხმევა.

 

 

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღიარება „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით" მოხდა.

 

 

როგორც მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი